0 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი საფულე - თიბისი ბანკმა MasterCard-სა და Visa -სთან ერთად ახალი პროდუქტი შექმნა

თიბისი ბანკმა MasterCard-სა და Visa-სთან ერთად  ახალი პროდუქტი TBC Wallet, ანუ თიბისი საფულე, შექმნა. ანდროიდის ოპერაციული სისტემის ტელეფონებისთვის შექმნილი აპლიკაციის მიზანი ფიზიკური საფულის ციფრულით ჩაანაცვლებაა. მომხმარებელს საშუალება აქვს, აპლიკაციაში დაამატოს თიბისი ბანკის  ნებისმიერი MasterCard ან VISA ბარათი და მობილური ტელეფონით, პლასტიკური ბარათის გამოყენების გარეშე, შეასრულოს სასურველი ტრანზაქცია ნებისმიერ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში, სადაც არის POS ტერმინალი. აპლიკაციით ასევე შესაძლებელია ტრანზაქციების ისტორიის ნახვა. ამასთანავე, თიბისი საფულეში მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ სხვადასხვა კომპანიების ლოიალურობის (დაგროვებითი/ფასდაკლების) ბარათებიც და მარტივად, ტელეფონით გაატარონ ლოიალურობის ბარათები პარტნიორ კომპანიებში.

დღევანდელ დღეს, როდესაც სმარტფონებს ინოვაციური ფუნქციები ყოველდღიურად ემატება, მსოფლიოს წამყვანი ბანკები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ მათი პროდუქტების გაციფრულებას და მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. სწორედ ამიტომ, თიბისი ბანკი წელს ისეთი ბანკების რიცხვს შეემატა, როგორებიცაა : Bank of America, Wells Fargo, Barclays, Citibank, რომლებიც კლიენტებს უკვე წლებია Wallet-ებს, ანუ ციფრულ საფულეებს, სთავაზობენ.

TBC Wallet -ის შექმნაში დიდი წვლილი თიბისი ბანკის პარტნიორ საერთაშორისო კომპანიებს - MasterCard-ს და Visa-ს მიუძღვით. პროექტი სწორედ ამ კომპანიების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Mastercard Europe-ის საქართველოსა და ცენტარლური აზიის რეგიონული მენეჯერის, იგორ სტეპანოვის თქმით, TBC Wallet-ის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომფორტული და უსაფრთხო მომავლისკენ.

„უკონტაქტო გადახდების მომსახურება ახალ საფეხურზე ავიდა - სმარტფონი კომუნიკაციის უნივერსალური საშუალებაც არის და ამავე დროს, უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებისთვისაც გამოიყენება. TBC Wallet-ის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომფორტული და უსაფრთხო მომავლისკენ, რომელშიც ნაღდ ფულს ელექტრონული ანგარიშსწორება ჩაანაცვლებს. უკანასკნელი წლის განმავლობაში, 100-ზე მეტჯერ გაიზარდა Mastercard-ის ციფრული პლატფორმის (MDES) საშუალებით განხორციელებული გადახდები მსოფლიო მასშტაბით. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ღიაობას სიახლეებისადმი, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდება უკონტაქტო გადახდების ტენდენცია”.

ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში,  დმიტრო კრეპაკმა, თიბისის ახალი პროდუქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:  

 „Visa-ს მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს მარტივი ოპერაციები, უსაფრთხოება და გადახდის დროს არჩევანის თავისუფლება Visa ბარათის ყველა მფლობელისთვის. თიბისი ბანკმა პირველმა შესთავაზა მომხმარებელს Visa-ს უკონტაქტო ბარათები, სტიკერები და ტოკენის საშუალებით მომსახურება, ისევე, როგორც მომგებიანი მობილური საბანკო სერვისები და ქართველი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სხვა ციფრული ტექნოლოგიები. TBC Wallet,  რომელიც Visa Token Service-ის პლატფორმაზე  ფუქნციონირებს, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, Android-ის სისტემის ტელეფონის საშუალებით ისევე მარტივად განახორციელოს გადახდა, როგორც ბარათით. ამ მომსახურებას აქვს პოტენციალი, რომ გაზარდოს მომხმარებლის ცნობადობა და მოთხოვნა მობილურ გადახდებზე ქვეყნის მასშტაბით.  ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს ვულოცავთ კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის განხორციელებას და ველით TBC Wallet-ის წარმატებით დანერგვას საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც სიახლეებზეა ორიენტირებული”.

თიბისი ბანკის საცალო ბიზნესის მართვის დირექტორის მოადგილის, ვაჟა ბერიაშვილის განცხადებით, პროექტი  მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად განხორციელდა:  „თიბისი ბანკისთვის ახალი ციფრული ტექნოლოგიებისა და პროდუქტების საბანკო სერვისებში ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ პარტნიორებთან ერთად შევძელით ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელება. TBC Wallet მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ფიზიკური საფულე ციფრულით ჩაანაცვლონ და ტრანზაქციები უფრო მარტივად განახორციელონ, რაც მათ მეტ კომფორტს შეუქმნის. მომხმარებლების კმაყოფილება კი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია”.

აღსანიშნავია, რომ TBC Wallet-ის შექმნისას გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ, MasterCard-ის ტოკენ პლატფორმა (MDES – MasterCard Digital Enablement Service) და VISA-ს ტოკენ სერვისი (VTS – VISA Token Service)

ზოგადად, ტოკენიზაცია არის პროცესი, როდესაც სტანდარტულ გადახდის მონაცემებს (ბარათის 16-ნიშნა კოდს) ანაცვლებს უნიკალური „ციფრული ანგარიშის ნომერი“, რაც შემდგომ გამოიყენება Wallet-ით ტრანზაქციების განსახორციელებლად.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ტოკენ სერვისების გამოყენებით შექმნილი TBC Wallet გამოირჩევა განსაკუთრებული უსაფრთხოებით. აპლიკაციაში დაცულია ბარათის სენსიტიური ინფორმაცია და შესაბამისად, მომხმარებლისთვის კომფორტული და სწრაფი გადახდის სერვისის გარდა, დაცული გადახდებიც ხელმისაწვდომი ხდება.

TBC Wallet აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია Google Play-დან, სახელით TBC Wallet. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციით სარგებლობა სრულიად უფასოა და განხორციელებულ ტრანზაქციებზე არანაირი დამატებითი ტარიფები არ მოქმედებს. პროდუქტზე მეტი ინფორმაციის მიღება TBC Wallet -ის ვებგვერდზე შეგიძლიათ.

თიბისი საფულე - შენი მობილური საფულე!

www.tbcwallet.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები