0 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩინურ „სინოჰიდროს“ ხარსხით, რომელიც საქართველოში ავტომაგისტრალს აშენებს, სომხეთის მთავრობა უკმაყოფილოა

სომხეთის ხელისუფლება ჩინური კომპანია „სანიჰიდროს“ მიერ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოა. ტრანსპორტის სამინისტროს მიერ მიცემული არაერთი გაფრთხილებისა, ჩინელი მშენებლები უხარისხოდ აშენებული მონაკვეთების გამოსწორებას ვერ ახერხებენ.

ქვეყნის ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის მინისტრმა ვაჰან მარტიროსიანმა „სინოჰიდროს“ წარმომადგენლებს მთავრობის პოზიცია გააცნო: მან ჩინურ კომპანიას ხარვეზების გამოსასწორებლად 2 კვირა მისცა - ამ დროში ჩინელებმა უნდა აღმოფხვრან ყველა დაშვებული შეცდომა, შეცვალონ ინჟინერ-სპეციალისტების პერსონალი, რომლებმაც გზის საფარი უხარისხოდ დააგეს, დააჩქარონ სამშენებლო სამუშაოები, სრულყოფილად შეასრულონ ლაბორატორიული სამუშაოები, სანამ გზის საფარის დაგებას დაიწყებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსრულებელი კომპანიის წინააღმდეგ ამუშავდება დაჯარიმების და კიდევ უფრო მკაცრი სანქციების ღონისძიებები, რომლებიც, შესაძლოა, ხელშეკრულების შეწყვეტით დასრულდეს.

კომპანია „სინოჰიდრო“ საქართველოში ცენტრალური ავტომაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთს აშენებს.

წყარო: panorama.am

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები