0 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

CIMG-ის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე: მალე, ონლაინ მედია საქართველოში თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის

  კავკასიის ინტერნეტ მედია ჯფუფი (CIMG) უკვე მრავალი წელია არსებობს და საქართველოში ერთერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ ინტერნეტ მედია რესურსებს აერთიანებს. 

მათ შორისაა საზოგადოებრივ პოლიტიკური პორტალი presa.ge, ინტერნეტ ტელევიზია itv.ge, ინტერნეტ ჟურნალი droni.ge, sportline.ge, fashionline.ge, people.ge, radio.ge, internet.ge და მრავალი სხვა. 

მედია ჰოლდინგ კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის მფლობელი და დამფუძნებელია გიორგი კაპანაძე. მან ჩვენს ჰოლდინგში შემავალ ერთ–ერთი საიტთან,   "presa.ge"- თან  კომპანიის გეგმებზე ესაუბრა. 

- გიორგი, შეიძლება ითქვას რომ თქვენ ერთერთი პირველი იყავით, რომელმაც ინტერნეტ მედია საშუალებები ჯერ კიდევ მაშინ დააფუძნეთ, როდესაც ინტერნეტი არც თუ ისე პოპულარული იყო საქართველოში. 

- დიახ, „კავკასუს ონლაინის“ პარალელურად, ჩვენც მოგვიწია იმ პროცესებში მონაწილეობის მიღება, რასაც ინტერნეტ მედიის პოპულარიზაცია ჰქვია. ჩვენი კომპანიის ძირითადი მისიაც სწორედ ესაა - ხელი შევუწყოთ ინტერნეტ მედიის განვითარებას. 

მათ შორის, ამიტომაც ვქმნით ინტერნეტ მედია-რესურსებს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, სპორტი, მოდა, გართობა და ა.შ. 

კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის პორტალები უკვე მართლაც დიდი ხანია წარმატებით ინარჩუნებენ პოპულარობას, რეიტინგსა და გავლენას მედია-პროცესებზე, რაც უპირველეს ყოვლისა, მაგარი, გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა.

- არსებობს ჩვენს ქვეყანაში სათანადო პირობები ინტერნეტ მედიის განვითარებისათვის ან რამდენად კარგად ესმით ინტერნეტ მედიის მნიშვნელობა ბიზნეს-კომპანიებს? 

- როდესაც ძალიან ცნობილი პიროვნებები დიდ საქმეებს იწყებდნენ, შესაძლოა, სულაც არ არსებობდა წარმატებისათვის ნოყიერი ნიადაგი. ამიტომ, ასეთი პირობები და გარემო, თავად უნდა შევქმნათ. 

ასე იყო, მაგალითად, მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, როდესაც ბნელ, კრიმინალურ და კორუმპირებულ საქართველოში 500 დოლარით დაიწყო საბანკო ბიზნესი და დღეს ფაქტობრივად, ბიზნეს-იმპერია ააშენა. 

ასევე მოხდა პაატა კურტანიძის შემთხვევაშიც. შესაძლოა, მის ირგვლივ ბევრს არც სჯეროდა, მაგრამ რაც მთავარია, მას სჯეროდა საკუთარი წარმატების და მიაღწია კიდევაც. სააფთიაქო ბიზნესში ავერსსა და პე-ეს-პეს მაშკევიჩის მილიარდებმაც კი ვერ გაუწია კონკურენცია. 

ასეა ცეზარ ჩოჩელის შემთხვევაშიც. მან სულ რამდენიმე ადამიანის დასაქმებით დაიწყო, დღეს კი ათასებს ასაქმებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტის შევსებასა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარებაში. 

იყო დრო, როდესაც ადამიანები, რომლებიც ნიუ იორკის ქუჩებში ათევდნენ ღამეს, დონალდ ტრამპზე მთელი 2 მილიარდით მდიდრები იყვნენ, რადგან მას, სწორედ ამდენი ვალი ჰქონდა. 

თუმცა, მან, შეუპოვრობით, რწმენითა და ცოდნით შეძლო როგორც აღებული ვალდებულებების მთლიანად შესრულება, ისე მსოფლიო ბიზნეს თუ პოლიტიკურ ისტორიაში შესვლაც.

მოკლედ, წარმატების მაგალითები ბევრია როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში და ჩვენ სწორედ მათი გამოცდილებით უნდა ვისწავლოთ.

რაც შეეხება იმას, ესმით თუ არა, მსხვილ ბიზნეს-კომპანიებში ინტერნეტ მედიის მნიშვნელობა, ცხადია, მეტ-ნაკლებად ესმით. თუმცა, ჩემი აზრით, გაცილებით დიდი როლი უნდა მიანიჭონ ონლაინ მედიას.

რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მეტი მომხმარებელი სწორედ ონლაინ მედიას ჰყავს. ის  სწრაფად განვითარებადი, თანამედროვე და ყველასათვის ხელმისაწვდომია მათ შორის საქართველოშიც, რაც IღI-ის ბოლო კვლევამაც დაადასტურა. 

- კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი ქართულ ინტერნეტ მედია სივრცეში ერთერთი მთავარი კომპანიაა. რა იგეგმება 2018-ში?
- იგეგმება ბევრი საინტერესო სიახლე. კომპანიის კიდევ უფრო მეტად განვითარება, ახალი მედია პროექტების განხორციელება, სარეკლამო სერვისების დახვეწა... 

ასევე ვგეგმავთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ის უფრო გააქტიურებასა და ბევრ სხვა საინტერესო სიახლეს. 

- სარეკლამო სერვისები ახსენეთ, როგორია მათი წილი ინტერნეტში? 

- მზარდი, მაგრამ ჯერ კიდევ არასაკმარისი. „ინტერნეტ ქეისში“ კარგი ისაა რომ მას ახლა გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბიზნესსა თუ მთავრობაში, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. 

დარწმუნებული ვარ რომ სარეკლამო ბაზრის წილი ინტერნეტ სივრცეში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ბიზნესი, უბრალოდ, იძულებული გახდება ფეხი აუწყოს დროსა და ტექნოლოგიებს, მიუხედავად იმისა, ბოლომდე ესმით თუ არა, ონლაინ მედიის მნიშვნელობა.

2017 წელს, პირველად ისტორიაში, მსოფლიო სარეკლამო ბაზრის დიდი ნაწილი სწორედ ინტერნეტმა, ონლაინ მედია აითვისა.  

შესაბამისად, მალე, ონლაინ მედია საქართველოში თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის... 

მალე, ვიღაც აუცილებლად გადადგამს დიდ ნაბიჯს ქართულ ონლაინ მედია ბიზნესში და გვსურს რომ ჩვენ ამის თანამონაწილეები ვიყოთ. 

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...