მსოფლიო
„სტარტაპ დაზღვევა“ - თიბისი დაზღვევის და სტარტაპერის ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს
2017-11-17 11:08:55
თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ სტარტაპერებს სპეციალურ პროდუქტს - „სტარტაპ დაზღვევას” სთავაზობს.
დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ქონების დაზღვევის კომბინირებული პროდუქტით, ასევე სპეციალური ფასდაკლებით ავტოდაზღვევის სერვისზე.
სტარტაპერები კომპანიის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევას თიბისი დაზღვევაში სტანდარტულზე 20%-ით ნაკლებ ფასად შეძლებენ.
ავტომობილის დაზღვევა აზღვევს შემდეგ რისკებს:
- ავტოსაგზაო შემთხვევა
- ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი
- სტიქიური მოვლენები
- საგნების დაცემა
- ხანძარი, აფეთქება
ქონების დაზღვევა ბიზნესის გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაცვას უზრუნველყოფს და ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურებას 50 000 ლარის ფარგლებში.
პროდუქტით სარგებლობა სტარტაპერებისთვის თვეში მხოლოდ 25 ლარად არის შესაძლებელი.
ქონების დაზღვევა მოიცავს:
- რემონტს და მოპირკეთებას
- სასაწყობე მარაგების დაზღვევას
- მანქანა -დანადგარების დაზღვევას
- პასუხისმგებლობის დაზღვევას მესამე პირის წინაშე
- დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევას
„სტარტაპ დაზღვევით" სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ სტარტაპს, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლის წინ.
„სტარტაპ დაზღვევით“ სარგებლობისთვის განაცხადის შევსება უკვე შესაძლებელია „სტარტაპერის“ ვებგვერდზე www.startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სტარტაპერებისთვის შეთავაზებულ სადაზღვევო პროდუქტების შესახებ.
კომენტარები