0 6 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გალფის ორგანიზებით, საქართველოში საწვავის მსოფლიო დღე აღინიშნება

„საწვავის მსოფლიო დღე“ სუფთა გარემოსთვის საწვავის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას მიეძღვნება

 

17 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, საწვავის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიება, რომლის მიზანია საწვავის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა სუფთა გარემოსთვის, საქართველოში პირველად კომპანია „გალფის“ ინიციატივით ჩატარდება და ტრადიციულ სახეს მიიღებს. წლევანდელი აქტივობა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი საწვავის გამოყენება ავტომობილისთვის და რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს უხარისხო საწვავის მოხმარებამ გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

ღონისძიებაში მონაწილეობენ და სიტყვით გამოვლენ: ნავთობკომპანია გალფის საოპერაციო დირექტორი საბა ჯიშიაშვილი და პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯიბლაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე და მედიცინის დოქტორი, ექიმი  მეან-გინეკოლოგი, ქირურგი და გადაცემა ექიმების წამყვანი ნინო ჩოგოვაძე. „საწვავის მსოფლიო დღეს“ დაესწრებიან გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების, ავტო სალონებისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, შემეცნებით-საგანმანათლებლო კამპანია გალფის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გადაინაცვლებს. ერთი კვირის განმავლობაში, სოციალური მედიის აუდიტორიას საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ხარისხიანი საწვავის მოხმარების შესახებ, რათა იზრუნონ ავტომობილებზე, ნაკლები ზიანი მიაყენონ გარემოს და გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები