0 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჰოვარდ შულცი - უბრალოდ ლიდერი ადამიანი

ადამიანი, რომელსაც ყავა უყვარს, შეუძლებელია მის სახელს არ იცნობდეს..  დიახ, ჰოვარდ შულცი არის ის, რომელმაც შექმნა ყავის იმპერია.. .დღეს  კი "Starbucks"-ი მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ კომპანიათა ნუსხაშია.

 "ვიჯექი მილანის ერთ-ერთ ყავახანაში, ლატეს მივირთმევდი და უცებ კითხვა დამებადა - რატომ არ შეიძლება ამერიკაშიც გავაკეთო ასეთი სასიამოვნო ყავახანა,როგორიც იტალიაშია?“- ესჰოვარდ შულცის სიტყვებია, რომელმაც  ყავის ექვსი მაღაზიით დაიწყო საქმიანობა,მაგრამ პირველ რიგში გამოყო ყავახანის მთავარი ორმაგი ფუნქცია: ყავის მაღაზია და ყავის ბარი ერთად. ეს იყო მომხმარებლისათვის სრულიად ახალი შეთავაზება.

რაც შეეხება მის ბიოგრაფიას, ჰოვარდ შულცი დაიბადა 1953 წლის 19 ივლისს ებრაულ ოჯახში, ნიუ იორკში. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ, თუმცა ჰოვარდის ცხოვრებაში არსებობდა ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად უყვებოდა წარმატებულ ადამიანებზე და ამით შთააგონებდა ჰოვარდს – ეს იყო დედამისი.

ჰოვარდ შულცმა დაამთავრა ჩრდილოეთ მიჩიგანის უნივერსიტეტი. 1979 წელს ის ხდება გენერალური მენეჯერი ერთ–ერთი შვედური კომპანიაში. ჰოვარდის უშუალო მოვალეობაში შედიოდა ამერიკული ბაზრის შესწავლა და კომპანიების ანალიზი. 1981 წელს იგი გაემგზავრა მივლინებით სიელტში, Starbucks Corporation–ის შესასწავლად. ერთი წლის შემდეგ ჰოვარდი შეუერთდა კორპორაციას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე. დღეისათვის კი იგი უდიდესი კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი და ხელმძღვანელია. ჰოვარდი არის დაოჯახებული. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი ქონება შეადგენს 3 მილიარდ დოლარს (2016 წლის Forbes-ის მონაცემი).

კომპანია starbucks კი დაარსდა 47 წლის წინ 1971 წლის 30 მარტს. Starbucks Corporation (SBUX) ამჟამად არის ყავის საერთაშორისო ქსელი და ყველაზე დიდი კომპანია ყავის სახლებისა, რომელსაც აქვს 23 768 წერტილი მთელ მსოფლიოში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები