0 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Tesla-ს მფლობელი, ილონ მასკი პუტინის ხმაურიან განცხადებას საჯაროდ პასუხობს

   კომპანია Tesla-ს  მფლობელი,  ილონ მასკი  ვლადიმერ პუტინის სიტყვას გამოეხმაურა.

    საქმე ეხებოდა, რუსეთის პრეზიდენტის  მიერ,  1 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც პუტინი ამბობდა, რომ ხელოვნური ინტელექტი - ეს არამხოლოდ რუსეთის მომავალია, არამედ მთელი კაცობრიობის.. ხოლო ის ვინც ამ სფეროში ლიდერი გახდება, მსოფლიო ბატონი იქნება.

  მის საპასუხოდ, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში ხმაურიანი შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა: 

  "ჩინეთი, რუსეთი, მალე ყველა ქვეყანაც ძლიერი კომპიუტერული მეცნიერებით. ხელოვნური ინტელექტის სფეროში კონკურენცია ნაციონალურ დონეზე, ჩემი აზრით, მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს", - დაწერა ბიზნესმენა  საკუთარ Twitter-ზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები