0 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „სილქნეტმა“„თიბისი კაპიტალთან“ ერთად 34 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

„თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „სილქნეტის“ ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციების მოცულობა 34 მილიონი ლარია. საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პირველად მოხდა კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვება.

„სილქნეტის“ ობლიგაციების ვადა 5 წელია. წლიური კუპონი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3.5%-ია.  ობლიგაციები საქართველოში არსებულმა ბანკებმა შეიძინეს. 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორს და წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტს საქართველოში მსხვილი ემისიის განხორციელებაში დავეხმარეთ. აღნიშნული ემისია კომპანიის ზრდას და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ.

„ამ ნაბიჯით საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცეში  „სილქნეტის“ სახით ჩნდება ფინანსურად სრულიად გამჭვირვალე მოთამაშე   და ამავე დროს   კაპიტალის ბაზრისთვის მიმზიდველი კომპანია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით და მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობას გვიწევს ისეთი საფინანსო ინსტიტუტი, როგორიც „თიბისი კაპიტალია“.  მნიშვნელოვანია, რომ  სწორედ „სილქნეტია“ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ის  ქართული კომპანია, რომელმაც პირველმა გამოუშვა ლარში ობლიგაციები, “_ განაცხადა კომპანია „სილქნეტის“ სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა.

„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საინვესტიციო საბანკო ბიზნეს საქმიანობას ეწევა. „თიბისი კაპიტალი“ კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს საკონსულტაციო, კვლევით და საბროკერო მომსხურებას. 

სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის  ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის. კომპანიას FITCH-ის მიერ მინიჭებული აქვს B+ რეიტინგი.

„სილქნეტი“  2017 წლის 6 თვის მონაცემებით (gncc) საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის  41%  ფლობს, მაუწყებლობის ტრანზიტზე (IPTV) ბაზრის 30% - ს, ხოლო ფიქსირებული სატელეფონო ქსელით   მომხმარებელთა 48% ემსახურება.

კომპანიაში დასაქმებულია 1600-ზე მეტი სპეციალისტი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...