0 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი დაზღვევაში ავტომობილის დაზღვევის შეძენა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

თიბისი დაზღვევამ მომხმარებლისთვის ავტომობილის დაზღვევის ონლაინ პლატფორმა შექმნა, რომლის საშუალებითაც ავტომობილის დაზღვევა სახლიდან გაუსვლელად, 2 წუთშია შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ ლინკზე online.tbcinsurance.ge  შესვლა და რამდენიმე კითხვაზე პასუხი, რის შემდეგაც მომხმარებელი ონლაინ ახორციელებს გადახდას და იძენს ავტომობილის დაზღვევას. 

ავტომობილის დაზღვევის ონლაინ შეძენისას თიბისი დაზღვევა თავის მომხმარებლებს ასაჩუქრებს. მათ, ვინც ონლაინ შეიძენს ავტომობილის დაზღვევას, საჩუქრად გადაეცემა 10,000 ლარამდე ლიმიტის  ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და  10,000 ლარამდე  ლიმიტის მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა. ეს მათ დააზღვევს იმ ზარალისგან, რომელიც უკავშირდება ავტოავარიის შემთვხვაში მესამე პირის ავტომობილის დაზიანების ხარჯებს და მანქანაში მყოფი მგზავრების მკურნალობის ხარჯებს.  

ონლაინ შეძენის პროცედურა უმარტივესია, საჭიროა ავტომობილის დასახელებისა და ღირებულების მითითება, ავტომობილისა და მისი მფლობელის პირადი მონაცემების შეყვანა და ონლაინ გადახდა.  შევსების პროცესში, კითხვების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს სულ მალე ექნება საშუალება ონალინ ჩატის საშუალებით დაუსვას კითხვები სადაზღვევო აგენტს და მიიღოს პასუხი ნებისმიერ კითხვაზე.

„ბაზარზე შემოსვლისას ჩვენს მომხმარებელს დავპირდით, რომ ორინტირებული ვიქნებოდით თანამედროვე, მარტივი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაზე. ავტოდაზღვევის ონლაინ შეძენის პლატფორმაც ამ სტრატეგიიდან გამომდინარე შეიქმნა. ცოტა ხნის წინ ჩვენ შევქმენით ბი ბოტი, რომელიც ასევე სთავაზობს ჩვენს მომხმარებელს სამოგზაურო დაზღვევის შეძენას დისტანციურად, ჩატიდან გაუსვლელად. ამ სტრატეგიას მომავალშიც გავაგრძელებთ და ჩვენს მომხმარებლებს ინოვაციურ და ტექნოლოგიურად განვითარებულ სადაზღვევო პროდუქტებს შევთავაზებთ,“- განაცხადა თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით კიღურაძემ.

მომავალში ავტოდაზღვევის გარდა, სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენაც ონლაინ იქნება შესაძლებელი.

მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ https://www.youtube.com/watch?v=YK4KdVek6uU

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...