ბიზნესი
- „ვისოლ ჯგუფი“ ბათუმში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს ხსნის
2017-07-27 14:40:29
დღეს, 27 ივლისს, 18:00 საათზე „ვისოლ ჯგუფი” ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე (ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორია) შვილობილი კომპანია ‘ემ პე დეველოპმენტის“ სავაჭრო ცენტრში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს ხსნის. ახალგახსნილი რესტორნები „ვენდისთვის“ მე-10, ხოლო „დანკინ დონატსისთვის“ მე-19 ობიექტია. მიმდინარე წლის ბოლომდე „ვისოლ ჯგუფი” ამერიკული რესტორნების ქსელს კიდევ გააფართოებს და ქუთაისში დამატებით ორ ობიექტს გახსნის და ჯამში 150 - მდე ადამიანს დაასაქმებს.
ახალი რესტორნის გახსნასთან ერთად „ვენდიმ“ სიურპრიზი მოამზადა და ამიერიდან მომხმარებელს ახალ „საოჯახო მენიუს“ შესთავაზებს, რომელიც რესტორანში ოჯახების სტუმრობას ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის. გახსნის საზეიმო ცერემონიალის სტუმრებს სპეციალური შეთავაზებები, შთამბეჭდავი „დრამ სქულის“ შოუ, Funbus-ის ანიმატორების მხიარული სანახაობა, ილუზიონისტის პერფორმანსი და გემრიელი სიურპრიზი ელის.
„ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები ბათუმში მომხმარებლებს 24 საათიან რეჟიმში უმასპინძლებს. ბათუმის „ვენდის“ Drive-thru მომსახურება კი სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს მანქანიდან გადმოუსვლელად, თან გააყოლონ და დააგემოვნონ „ვენდის“ უგემრიელესი კერძები, ფროსტის დესერტები, ყავა და გამაგრილებელი სასმელები.
„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება კი „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტირებული პროდუქტები ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
კომენტარები