0 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

eMoney-ს ელექტრონული საფულე 10 წლის გახდა!

ჩამოტვირთვა

2007 წელს, როდესაც საქართველოში ონლაინ სერვისები ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული, ქართული ელექტრონული საფულის არსებობა თითქმის წარმოუდგენელი იყო. ინოვაციური და ექსკლუზიური სერვისების დანერგვით eMoney-მ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. კომპანია 520-ზე მეტი სხვადასხვა სერვისით  3 000 000-ზე მეტ ელექტრონულ საფულეს ემსახურება.

eMoney-მ საქართველოში პირველმა დანერგა ბითქოინის კრიპტოვალუტის შეძენის, გაყიდვის, განაღდების და გაგზავნის შესაძლებლობა. დაბადების დღისთვის კი მომხმარებელს სიურპრიზი მოუმზადა და ექსკლუზიურად დაამატა კიდევ ერთი კრიპტოვალუტა ლაითქოინი (Litecoin), რომელსაც დიდი გამოუხმაურება მოჰყვა და უკვე აქტიურად მუშაობს ბაზარზე. 

eMoney-ს გუნდი უკვე 10 წელია მუდმივად ზრუნავს, რომ დანერგოს მომხმარებლზე ორიენტირებული ინოვაციური პროდუქტები და მაქსიმალურად გააუმჯობესოს და დახვეწოს მომსახურება. 

eMoney ყველა მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი მომსახურება როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ვებ-გვერდის საშუალებით. ამასთან ერთად, მომხმარებელს შეუძლია, რომ *196#-ს აკრეფით გადაიხადოს სხვადასხვა სერვისები და აიღოს სესხი. ასევე შესაძლებელია როგორც ელექტრონული პირადობის მოწმობით ბანკომატიდან თანხის განაღდება, ამასთან ერთად მობილური ტელეფონის ან იმეილის საშუალებით თანხის გადარიცხვა. 

ის არის პირველი კომპანია, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღიარა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები