მსოფლიო
„ბიჯეო ჯგუფი“ ორ კომპანიად გაიყო
2017-07-04 14:41:07
ჩამოტვირთვა
საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაიყო. ერთი - „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ საბანკო სფეროში განაგრძობს მოღვაწეობას, მეორე კომპანია - „ბიჯეოინვესტმენტსი“ კი საინვესტიციო კომპანია იქნება. ორივე კომპანიას დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო მართავს.
გაყოფის მიზეზად „ბიჯეოინვესტმენტის“ დირექტორი ირაკლი გილაური ორივე მიმართულების სწრაფ ზრდას ასახელებს. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება არ უკავშირდება მოსალოდნელ ახალ რეგულაციას, რომელიც ჰოლდინგური კომპანიებისა და საბანკო სფეროს სრულ გამიჯვნას გულისხმობს და ეს მენეჯმენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა.
კომენტარები