მსოფლიო
კომპანია „ნატახტარსა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
2017-06-08 13:31:01
ფონდი ნატახტარი და კოალიცია ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ადვოკატირების კამპანიას განახორციელებენ
9 ივნისს, 11:00 საათზე, „ჯეპრას“ კომპეტენციის ცენტრში (მის: თბილისი, მ. ალექსიძის #3) კომპანია „ნატახტარსა და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე მაია მგელიაშვილი და კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
თანამშრომლობის მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენს. ღონისძიებას დაესწრებიან კოალიციის საბჭოს წევრები, „ფონდი ნატახტარის“, „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“, კომპანია „ნატახტარის“ და მედიის წარმომადგენლები.
კოალიციისა და ფონდის ერთობლივი მუშაობის მიზანი იქნება მექანიზმის შექმნა და რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება, იმისთვის რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლონ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დახმარება და გაძლიერება. ადვოკატირების კამპანია ასევე ითვალისწინებს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას და მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფას. კამპანიის ფარგლებში მოეწყობა ასევე მედიავორკშოპი და სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან.
კომენტარები