0 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიგეთ რა ღირს უძრავი ქონება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში

თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში მეხუთე პუბლიკაცია გამოქვეყნდა. 

კვლევისა და ანალიზის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა: ამჯერად, თბილისის პარალელურად, პუბლიკაცია მოიცავს ბათუმისა და ქუთაისის უძრავი ქონების ბაზრებს. 2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარე­ბით, ქართული უძრავი ქონების ბაზარი 6.1%-ით გაიზარდა და გაყიდვების რაოდენობამ 21 611 ერთეული შეადგინა.

 პარალელურად, 14.7%-ით გაიზარდა თბილისის უძრავი ქონების ბაზარიც, რომლის წილმა ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქო­ნე­ბის გაყიდ­ვებში 38.7% შეადგინა. დედაქალაქში 2017 წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების 8 353 გაყიდვა დაფიქ­სირ­და, თვეებს შორის კი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირ­ჩე­ოდა მარ­ტი (3 360 ტრან­ზაქცია). 

თბილისის თუ არ ჩავთვლით, 2017 წლის პირველ კვარტალში ქართული უძრავი ქონების ბაზარი მხოლოდ 1.2%-ით გაი­ზარ­­და. ამასთან, ქვეყნის რეგიონებს შორის უძრავი ქო­ნე­ბის გაყიდ­ვებში მაღალი წილით გამოირ­ჩე­ოდა კა­ხეთი (10.7%) და აჭარა (10.2%). დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე დომინირებდა ვაკე, საბურთალო და სამ­გო­რი, რომელთა წილად ტრანზაქციების თითქმის ნახევარი მოდიოდა. 2017 წლის პირველ კვარ­ტალ­ში ყველაზე მეტი გა­ყი­დვა ვაკეში (1 759 ერთეული, თბილისის გაყიდვების 21.1%) დაფიქსირ­და, მეორე და მესამე ად­გი­ლებს კი, შესაბამისად, საბურთალო (1 585 ერთეული, 19.0%) და სამგორი (819 ერთეული, 9.8%) ინაწილე­ბდნენ.

ქალაქ თბილისში 2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, უძრავი ქონების მიწოდება (ახალი შენობების რა­ოდენობა) 9.6%-ით გაიზარდა და 194 ერთეული შეადგინა (146 საც­ხოვ­რებელი უძრავი ქონება, 48 კომერციული უძრავი ქონება). ამავე პერიოდში ახალი შენობების მოცულობა წინა წელთან შედარებით 13.0%-ით შემცირდა და 301.1 ათასი კვ.მ. შეადგინა (193.3 მილიონი კვ.მ. – საცხოვრებელი უძრავი ქონება, 107.8 მილიონი კვ.მ. – კომერციული უძრავი ქონება). 2017 წლის მარტში, წინა წელთან შედა­რე­ბით, საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი  5.1%-ით, ხოლო ქირის ფასის ინდექსი 6.6%-ით შემცირდა. ამასთან, 1 კვ.მ. საცხოვ­რე­ბელი უძ­რავი ქო­­ნების გაყიდვის საშუალო ფასმა 836 აშშ დოლარი, ხოლო ქირის საშუ­ა­ლო ფასმა 6.91 აშშ დო­ლა­რი შეადგინა.

2017 წლის პირველ კვარტალში კვლავ მთაწმინდა რჩებოდა დედაქალაქის ყვე­ლა­ზე ძვირ რაიონად როგორც გაყიდვის სა­შუ­ა­ლო ფასის (1 061 აშშ დოლარი), ისე ქირის საშუალო ფასის (8.61 აშშ დოლარი) მიხედვით; ყველაზე იაფი რაიონი გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით იყო სამ­გორი (553 აშშ დოლარი), ხოლო ქი­რის ფასის მიხედვით – გლდანი (4.27 აშშ დოლარი). მარტის თვეში (წინა თვესთან შედარებით) კომერციული ქონების გაყიდვის ფასის ინ­დექსი 4.4%-ით გაიზარდა, იჯარის ფასის ინდექსი კი 8.6%-ით შემცირდა.

ამასთან, 1 კვ.მ. კომერციული უძ­რავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 010 აშშ დოლარის, ხოლო იჯარის საშუალო ფასი – 9.83 აშშ დო­ლარის დონეზე დაფიქსირდა. ა.წ. პირველ კვარტალში მხოლოდ 3 ქალაქის (თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის) წილად მო­დიოდა ქვე­­ყანაში უძრავი ქონების გაყიდვების ნახევარზე მეტი. ამავე პერიოდში, საშუალოდ თვეში, თბი­ლის­ში 2 784, ბა­თუმში 606, ხოლო ქუთაისში 230 ერთეული გაყიდვა დაფიქსირდა. 

ბათუმში 1 კვ.მ. საცხოვ­რე­ბელი უძ­რავი ქონების გა­ყიდ­ვის საშუალო ფასმა ა.წ. პირველ კვარტალში 720 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2-ჯერ აღემატება ქუთაისის იმავე მაჩვენებელს (354 აშშ დოლარი).

2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედა­რე­ბით, საცხოვრებელი ქონების გაყიდ­ვის ფასის ინ­დექ­სი ბათუმში 12.6%-ით შემცირდა, ხოლო ქუთაისში 11.7%-ით გაი­ზარ­და. უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე უძრავი ქონე­ბის ბაზარი #5| იანვარი-მარტი, 2017

კომენტარები

მსგავსი სიახლეები