0 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

m2-ის მასტერკლასი სტუდენტებისთვის

„ჰარმონიული ურბანული გადაწყვეტილება თანამედროვე მშენებლობაში“


7 ივნისი, 2017 წელი - კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა თემაზე „ჰარმონიული ურბანული გადაწყვეტილება თანამედროვე მშენებლობაში“. მასტერკლასი თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე №10-ში, დაგეგმილი მშენებლობის ობიექტზე ჩატარდა. მონაწილეთა შორის იყვნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე თემით დაინტერესებული სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც. მასტერკლასის მიზანი მომავალი არქიტექტორებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება იყო. პროგრამას არქიტექტურისა და აღდგენითი სამუშაების ექსპერტი გოგოთურ მისრიაშვილი და პროექტის ავტორი, არქიტექტორი ირაკლი შარაშიძე გაუძღვნენ.

მასტერკლასის „ჰარმონიული ურბანული გადაწყვეტილება თანამედროვე მშენებლობაში“ მთავარი თემა იყო არსებული შენობის ადაპტაციის მოდელის წარმოდგენა, რაც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ საკითხებს: ძველი და ახალი შენობის არქიტექტურულ სინთეზსა  და იესახის შენარჩუნებას, არსებული არქიტექტურული ნიმუშების კონსერვაციის პროცესს, ნიმუშების დემონსტრირებას,  რესტავრაციის  გეგმისა და ადაპტაციის საუკეთესო ანალოგების ჩვენებას თანამედროვე არქიტექტურაში. მასტერკლასის დროს ექსპერტებმა წარმოადგინეს შენობის მომავალი ფუნქციური და ეკონომიკური სარგებელიც.მასტერკლასზე სტუდენტებსა და მედიას შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ობიექტი უსაფრთხოების დაცვის ყველა ნორმის გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, რომ მელიქიშვილის გამზირზე არსებულ შენობას არ აქვს ისტორიული ძეგლის სტატუსი, კომპანია m2 ითვალისწინებს არსებული შენობის არქიტექტურულ თავისებურებას, მის ინტეგრაციას  უბნის მიმდებარე შენობა-ნაგებობებთან და ახდენს არსებულის რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს მისი იერსახის, კერძოდ კი ფასადისა და ინტერიერის დეტალების კონსერვაციასა და შენარჩუნებას.

კომპანია „m2 უძრავი ქონება“  კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკიდან გამომდინარე გეგმავს განახორციელოს მსგავსი მასტერკლასები თემით დაინტერესბული სხვა პირებისთვისაც. გარდა ამისა, კომპანია სტუდენტებს საშუალებას მისცემს დააკვირდნენ მშენებლობის პროცესს მშენებლობისა და რესტავრაციის სხვადასხვა ეტაპებზე, რათა სრული წარმოდგენა ჰქონდეთ მსგვასი ტიპის პროექტების განხორციელების შესახებ. მასტერკლასის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...