0 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი Construction Georgia 2017 გაიმართა

6 ივნისს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing  Tbilis-ში BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით, ბიზნეს ფორუმი Construction Georgia 2017 გაიმართა. თემის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სამშენებლო ბიზნესი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი საქართველოში. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ისეთი ეკონომიკური ფაქტორების განსაზღვრა, როგორიც არის სამშენებლო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და სტანდარტიზაცის მნიშვნელოვანი გავლენები სამშენებლო სექტორზე.

ფორუმის მთავარი თემები იყო: სამშენებლო დარგის არსებული მდგომარეობა და განვითარების ტენდენციები; უსაფრთხოების ზომების თანხვედრა სტანდარტებთან და ხარისხის მაჩვენებლები; ენერგოეფექტურობის სტანდარტები - სტრატეგია და ვალდებულებები; მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა ბაზარზე და დარგში არსებული სირთულეები; მომწოდებელთა ფაქტორი, მშენებლობისთვის საჭირო რესურსების სპექტრი და მათი შესაბამისობა ხარისხთან; ინფრასტრუქტურული ბაზა და ტექნოლოგიების გავლენა; სამშენებლო ბიზნესის ფინანსირება და არსებული რისკ ფაქტორები; განხორციელებული ინვესტიციები და ახალი შესაძლებლობები.

დამსწრე საზოგადოების რანგში, ფორუმს 300-მდე სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ  მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სავაჭრო პალატების, ფინანსური ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი ინვესტორები, სამშენებლო დეველოპერული კომპანიები, საფინანსო და სადაზღვეო სექტორი, საინვესტიციო კომპანიები და მედიის წარმომადგენლები.

„საქართველოში 6.951 მოქმედი სამშენებლო კომპანიაა, რაც ადასტურებს ამ ინდუსტრიის მნიშვნელობას კერძო სექტორისა და ქვეყნის განვითარებისათვის. BUSINESS GEORGIA-მ თავი მოუყარა ამ სფეროს მთავარ მოთამაშეებს იმ მიზნით, რომ ერთობლივად გამოევლინათ, განეხილათ და შეეჯამებინათ გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები სამომავლო განვითარებისათვის. საქართველოში დიდი საინვესტიციო შესაძლებლობებია სამშენებლო მიმართულებით. ჩვენი კომპანიის როლია ბიზნეს ინფორმაციის გავრცელება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, რათა მოხდეს უცხოელი ინვესტორებისა და ქართველი ბიზნესმენების ერთმანეთთან დაკავშირება,“ განაცხადა BUSINESS GEORGIA-ს გენერალურმა დირექტორმა, ანა გოგიშვილმა.

BUSINESS GEORGIA ბიზნეს ფორუმების ორგანიზებით და აქტუალური თემატიკის განსაზღვრით გამოირჩევა, რითაც ხაზგასმა ხდება იმ მოვლენებზე და ფაქტებზე, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს.  ინდუსტრიული, თემატური და რეგიონული ბიზნეს ფორუმების სახით კომპანია ცდილობს ინფორმაცია მიაწოდოს ყველა იმ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც აქტიურად არის ჩართული საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ხელსაყრელი კლიმატის ფორმირების პროცესში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები