0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი 21 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

ჩამოტვირთვა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ.ა. ნარკოდანაშაულისთვის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოტანილი 21 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები