მსოფლიო
საქართველოს ბანკმა 500 მლნ ლარის მოცულობის ევროობლიგაციები გამოუშვა
2017-05-26 14:02:45
ჩამოტვირთვა
საქართველოს ბანკმა, 500 მლნ ლარის მოცულობის ევროობლიგაციები გამოუშვა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11%-ს შეადგენს, ხოლო ვადა - 2020 წლის ივნისამდეა.
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარით დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ლარიზაციის მიმართულებით. ეროვნული ვალუტის ევროობლიგაციების გამოშვება ასევე ხელს შეუწყობს ლარის შემდგომ პოპულარიზაციას საერთაშორისო ინვესტორებს შორის..
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის თქმით კი . , აღნიშნული გარიგება გამოხატავს უცხოელი ინვესტორების ნდობას ქვეყნის ეკონომიკური გეზის, მისი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის და საბანკო სექტორის მიმართ. გარიგება ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი საფონდო და სავალუტო ბაზრების შემდგომ განვითარებას.
კომენტარები