0 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი სტატუსის იღბლიანი კლიენტი კანის კინოფესტივალზე გაემზავრება

თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება, თიბისი სტატუსი და მასტერქარდი სტატუს მომხმარებლებს დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობენ. სტატუსის მომხმარებელი, რომელიც 2 მაისამდე მასტერქარდ სტატუს ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, მოიგებს კანის 70-ე კინოფესტივალზე დასასწრებ 2 კაციან საგზურს.

 ეს იქნება დაუვიწყარი მოგზაურობა, უნიკალური შანსი, გახდე წითელი ხალიჩის ცერემონიის მონაწილე, შეხვდე მსოფლიო ვარსკვლავებს და დაესწრო მთავარ კინოჩვენებას ფესტივალის ფარგლებში.

 გამარჯვებული 5 მაისს გამოვლინდება. საგზური მოიცავს მგზავრობას 2 ადამიანზე, უმაღლესი კლასის სასტუმროში განთავსებას, კანის კინოფესტივალის ძირითად ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს და სამოსის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის შერჩევას პროფესიონალების მიერ.   

 კანის კინოფესტივალი წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს - წლევანდელი ფესტივალი კიდევ უფრო გრანდიოზული, მნიშვნელოვანი და მასშტაბური იქნება.  

 კანის კინოფესტივალი - ეს არის მსოფლიო კინემატოგრაფიის ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომელსაც ყოველ წელს 30 000-ზე მეტი სტუმარი,  კინომწარმოებლები, პროდუსერები, რეჟისორები,  ვარსკვლავები  ესწრებიან. ამ ცერემონიას აშუქებს დაახლოებით 4 000 ჟურნალისტი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.  მათ რიგებში იქნება იღბლიანი სტატუს კლიენტი, რომელსაც სწორედ ის გამოცდილება ელოდება, რაც კანის კინოფესტივალის საპატიო სტუმრებს.

 დასვენება უმაღლესი კლასის სასტუმროში, კინოფესტივალის საუკეთესო მომენტების საკუთარი თვალით ნახვა და რაც მთავარია, უნიკალური შანსი შეხვდე მსოფლიო კინოვარსკვლავებს.

 გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია  ყველა არსებულ და ახალ სტატუსის მომხმარებელს,  რომელიც სარგებლობს, ან აქციის პერიოდში ისარგებლებს მასტერქარდ სტატუს ბარათით.

 * ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა არის 20 ლარი, ან მისი ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში;

* ტრანზაქციაში იგულისხმება: საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პოს ტერმინალზე შესრულებული ოპერაცია ან e-commerce  ოპერაცია;

* გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ რეზიდენტი სტატუსის მომხმარებლები;

 საგზურის მოსაგებად მხოლოდ ტრანზაქციების განხორციელებაა საჭირო. გამარჯვებულის ვინაობას 5 მაისს გავიგებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...