0 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა ინფორმაციის მოსაძიებლად და საქმიანი შეხვედრებისთვის. მგზავრობისას სასიამოვნო ნაცნობობა გელით. მოერიდეთ კონფლიქტს მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან. 

კურო
გაუფრთხილდით ფულს, საფულეს. საქმეების მოგვარებას გავლენიანი მეგობრების დახმარებით შეძლებთ. საღამო შინაურულ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ. 

ტყუპი
დილიდან შეიქმენით დადებითი განწყობა. თუ საღამოს პაემანი ან მეგობრული შეხვედრა გაქვთ დანიშნული, შეიარეთ სალონში. მოერიდეთ ტრავმულ სიტუაციებს. 

კირჩხიბი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
მცირე უსიამოვნებების გამო ნუ განერვიულდებით, ყველაფერი მოგვარდება. გააუმჯობესეთ რომანტიკული ურთიერთობა. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით. 

ქალწული
რთულ სიტუაციებში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მოერიდეთ ნეგატიურ სიტუაციებს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. ძილის წინ გაისეირნეთ და გამოიძინეთ. 

სასწორი
შეხვედრების დღეა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ახლობლებთან. მოსალოდნელია სასიყვარულო თავგადასავალი. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას, ბიზნესის საზღვარგარეთ წამოწყებას. 

მორიელი
მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვალის დასაბრუნებლად. 

მშვილდოსანი
საქმიანი დიალოგი დიპლომატიურად წარმართეთ, ნუ გადაზრდით მას კონფლიქტში. მოერიდეთ უსიამოვნებას მშობლებთან, კონკურენტებთან. 

თხის რქა 
მუშაობაში შეიძლება ხელი შეგიშალოთ ტექნიკისა და კავშირგაბმულობის გაუმართაობამ. სხვა დღისთვის გადადეთ მტკივნეული სამედიცინო და კოსმეტიკური პროცედურები. 

მერწყული
რომანტიკული სიტუაციებით, თავგადასავლებით დატვირთული დღე გელით. ახალგაცნობილში შეიძლება მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს მიაქციოთ ყურადღება. 

თევზები
სამსახურის საქმეები დილითვე მოაგვარეთ, რათა მეტი დრო დაგრჩეთ საოჯახოსთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ასაკით უფროს ნათესავებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები