მსოფლიო
„ჯორჯიან მანგანეზი“-ს სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მუშაობის სპეციალური რეჟიმი მოიხსნა
2016-06-15 11:26:56
დათქმულ დროში, 20 მაისიდან, „ჯორჯიან მანგანეზ“-მა განაახლა მოპოვებითი სამუშაოები და გააუქმა მუშაობის სპეციალურ რეჟიმი, რომელიც შემოღებულ იქნა მსოფლიო მეტალურგიულ ინდუსტრიაში შექმნილი კრიზისისა და საწარმოში დაგროვილი მადნის ჭარბი რაოდენობების გამო. „ჯორჯიან მანგანეზი“-ს კუთვნილებაში არსებულმა შვიდმა მაღარომ და ღია კარიერებმა სრული დატვირთვით განაახლეს მადნის მოპოვებითი სამუშაოები.
მუშაობის სპეციალური რეჟიმის პერიოდში „ჯორჯიან მანგანეზ“-მა ჩაატარა კომპლექსური სამშენებლო სამუშაოები, რომლის განმავლობაშიც სრულად გარემონტდა და კეთილმოეწყო ე.წ. ბაზალტების მაღარო. აღნიშნულ მაღაროზე მადნის მოპოვებითი სამუშაოები ახალი, განსხვავებული ტექნოლოგიით მიმდინარეობს, ჩამტვირთავ-მოპოვებითი სპეც.ტექნიკის საშუალებით მადნის მოპოვებისა და გამოტანის პროცესის ოპტიმიზაცია აისახება მადნის მოცულობის წარმადობაზე, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს დასაქმებულთა ფიზიკურ შრომას .
გარემონტდა და მოეწყო მაღაროელთა მოსასვენებელი სახლი, ყოფილი სანატორიუმის შენობა და ცენტრალურ დამყვან ფაბრიკასთან რეკონტრუირება ჩაუტარა 1 კილომეტრიან გზის საფარს.
აღნინული პერიოდის განმავლობაში, „ჯორჯიან მანგანეზ“-მა განახორციელა შეკეთებითი სამუშაოები მაღაროს შიდა ტექნიკურ მოწყობილობებზე და შეიძინა ახალი სპეც.ტექნიკა.
ჭიათურელთა და კომპანიაში დასაქმებულთა თხოვნით „ჯორჯიან მანგანეზ“-მა საჩუქარი გაუკეთა ქალაქს და მთავარ მოედანზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის კოშკურაზე დაამონტაჟა საათი.
კომენტარები