ბიზნესი
საქართველოს ბანკი მომხმარებელს განვადებას დღეში 2 ლარად სთავაზობს
2016-06-08 12:01:54
თბილისი, 8 ივნისი, 2016 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, დღეიდან მომხმარებელს სთავაზობს განვადებით სარგებლობას დღეში 2 ლარად. ხშირად, 2 ლარი ისე გვეხარჯება, რომ ამას ვერ ვამჩნევთ.
საქართველოს ბანკის განსაკუთრებული შეთავაზებით კი დღეში სწორედ 2 ლარის გადახდით უკვე შესაძლებელია ტექნიკისა და ავეჯის შეძენა, მათ შორისაა: მაცივარი, ტელევიზორი, მობილური, კონდიციონერი, გაზქურა, ლეპტოპი, ავეჯი და სხვა. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს განვადებით დღეში 2 ლარად, 3,000-ზე მეტ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში სადაც საქართველოს ბანკის განვადების წერტილებია.
საქართველოს ბანკის განვადებით დღეში 2 ლარად, სარგებლობა შეუძლია 20-დან 70 წლამდე ასაკის ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც შეადგენს 300-დან 1,500 ლარამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gavadeba.com
კომენტარები