მსოფლიო
ბროტმაისტერი - ცხობის ავსტრიელი ოსტატი თბილისშია!
2016-06-06 19:07:27
2016 წლის 7 ივნისს, 19:00 საათზე, ახალი ქართული ბრენდი „ბროტმაისტერი“ თბილისში პირველ პურ-ფუნთუშეულის მაღაზიასა და თანამედროვე ავსტრიულ საცხობ - კაფეტერიას ხსნის.
2 ივნისს, სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, უახლესი ევროპული საცხობი დანადგარებით აღჭურვილი საწარმო უკვე გაიხსნა. შპს „ბროტმაისტერი“, ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, ავსტრიული პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა.
პირველი მაღაზიის გახსნას მალევე მოყვება სპეციალიზირებული პურ-ფუნთუშეულის მაღაზიათა ქსელი თბილისის სხვადასხვა უბანში, ქსელის შესაქმნელად დაგეგმილია 7-8 ფილიალის გახსნა წლის ბოლომდე. ეს იქნება მაღაზიათა ერთადერთი ქსელი, რომელიც იზრუნებს ნამდვილი პურის კულტურის დამკვიდრებაზე.აღსანიშნია, რომ ბრენდი „ბროტმაისტერი“ მთლიანად ქართულია, მაგრამ დაფუძნებულია ავსტრიული ცხობის ტექნოლოგიასა და მასალებზე. ბრენდინგის სრულყოფილი პროცესის დაფინანსება ნაწილობრივ უზრუნველყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა (ბას) საქართველომ, ხოლო ბრენდინგის პროექტი სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE - მა განახორციელა.
„ჩვენი ამოსავალი წერტილი ჯანსაღი, ნამდვილი პურია და ჩვენი ავსტრიელი პარტნიორების დახმარებით მუდმივად ვიზრუნებთ, რომ მომხმარებლებისთვის ჯანსაღი და გემრიელი ნამდვილი პური შევქმნათ.“ - აცხადებს საწარმოს გენერალური მენეჯერი დავით შანიძე.პირველ ფილიალში, თაქთაქიშვილის ქ. 7-9-ში, მომხმარებელს პურთან ერთად ავსტრიული კერძების დაგემოვნებაც შეეძლება. ეს იქნება კაფე, რომლის უმთავრესი დანიშნულებაა საშუალება მისცეს მომხმარებლებს გასინჯონ „ბროტმაისტერის“ პროდუქცია საუზმეზე და ლანჩზე, რათა მათ მომავალში გაუადვილდეთ საყვარელი პროდუქტის შერჩევა სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში. მისამართი: ქ. თბილისი, თაქთაქიშვილის 7/919:00 საათი
კომენტარები