0 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალციხის რაიონში ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 6 პირი: 1971 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი თემურ ბ., 1974 წელს დაბადებული, წარსულში სამჯერ ნასამართლევი ნოდარ ა., 1971 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი კობა შ., 1980 წელს დაბადებული ივანე გ., 1978 წელს დაბადებული ქეთევან ხ. და 1985 წელს დაბადებული დარიკო შ. ახალციხის რაიონის სოფელ ტყემლანაში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 10 იანვარს კობა შ. დანაშაულის მომზადების და დაგეგმვის მიზნით დაუკავშირდა ნოდარ ა-ს, თემურ ბ-ს და ივანე გ-ს. ისინი შეიკრიბნენ ქეთევან ხ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დაგეგმეს ნინოწმინდაში, ფულის გატაცების მიზნით, ბაგრატ ს-ზე ყაჩაღურად თავდასხმა. 13 იანვარს ბრალდებულები ბაგრატ ს-ს საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, მის მეუღლეს მოტყუებით გააღებინეს კარი, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ემა ს-ს და მის დედამთილს, სონიკ ს-ს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. სონიკ ს-მ ბრალდებულებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თემურ ბ-მ მას დანით ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. 1936 წელს დაბადებული სონიკ ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ ტანსაცმელი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა მიმალვისას, საავტომობილო გზაზე გადაყარეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 108-ე და 376-ე მუხლებით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები