ბიზნესი
საახალწლო საჩუქარი „ზედაზენისგან“ - ორი ახალი გემო ლიმონათის მოყვარულთათავის
2015-12-23 16:47:44
„ფეიხოა“ და „ნესვი ატმით“
ს.ს ქართული ლუდის კომპანიამ“ ბაზარზე ლიმონათის ორი ახალი სახეობა გამოიტანა. „ფეიხოა“ და „ნესვი ატმით“ - ლიმონათი, რომელიც საახალწლოდ „ზედაზენის“ ერთგული მომხმარებლისთვის შეიქმნა.
ორი ახალი სახეობის ლიმონათის ჩამოსხმის პროცესს, ქარხანაში ანსამბლი „ერისიონის ვიზიტი დაემთხვა.
„მისასალმებელია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ასეთი დონის საწარმო. საწარმო, რომელიც ორიენტირებულია იმაზე რომ შექმნას მართლაც და საამაყო პროდუქტი. „ზედაზენი“ აქტიურად არის ჩართული ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში და ყოველთვის გვერდში უდგას ანსამბლ „ერისიონს“. ანსამბლი მზად არის კომპანიას ქართული წარმოების განვითარებისთვის განხორციელებულ საქმეში მხარი დაუჭიროს“ - განაცხადა ჯემალ ჭკუასელმა. მისივე თქმით ანსამბლი „ერისიონი“ მიესალმება ყოველი ახალი ქართული პროდუქტის გამოჩენას საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებზე და მხარს უჭერს ქართულ წარმოებას, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის დოვლათის შექმნაში და ეკონომიკის განვითარებაში.
შეგახსენებთ, რომ „ზედაზენი“ დღემდე ლიმონათის ხუთ სახეობას აწარმოებდა. დღეიდან კი დახლებს ზედაზენის ორი უნიკალური გემო „ფეიხოა“ და „ნესვი ატმით“ შეემატა.
კომენტარები