1 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების - TMG 2015-ის სპონსორია

პაშა ბანკი 21-22 ოქტომბერს დაგეგმილი ყოველწლიური ორ-დღიანი ღონისძიების TMG 2015 -„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“  სპონსორია, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს ბანკის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას.

პაშა ბანკი რეგიონალურ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო საწარმოებს. კომპანია 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას დაუჭირა მხარი.

„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 2010 წლიდან ტარდება და აღნიშნულ სექტორში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივიკომპანიებისთვის შეხვედრის, ერთმანეთის გაცნობის, თანამედროვე ტენდენციების გაზიარების და ახალი საქმიანი ურთიერთობების წამოწყების ადგილს წარმოადგენს. TMG-ს ყოველწლიურად 100-მდე დელეგატი ესწრება საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთის და ევროპის საშუალო და მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან. მონაწილეთა შორის არიან მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები, ინტერნეტ-პროვაიდერები, ქსელის ოპერატორებიდა სხვადასხვა საკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებლები.

TMG-ს რეგულარულად ესწრებიან ისეთი მსხვილი და გავლენიანი კომპანიები  როგორებიცაა: Deutsche Telecom, Telia-Sonera, Sparkle Telecom Italia, PCCW, Rostelecom, Turk Telecom და სხვები. რეგიონის მიმართ  მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული სატელეკომუნიკაციო კომპანიები  ყოველ  წელიწადს სტუმრობენ „სატელეკომუნიკაციო შეხვედრებს“ ქართულ კომპანიებთან არსებული ურთიერთობების გასაღრმავებლად და ახალი კავშირების დასამყარებლად. 

„აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. პაშა ბანკი ყოველთვის ცდილობს, მხარი დაუჭიროს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მომავალშიც ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას როგორც პირდაპირ, ასევე სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერის გზით,“- აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა.

“ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ „პაშა ბანკი“ მუდმივად უდგას გვერდში ქვეყანაში ეკონომიკის აღმავლობისათვის განხორციელებულ ინიციატივებს და ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას.   „პაშა ბანკის“ მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ღონისძიებისთვის,” - განაცხადა TMG-ის ორგანიზატორმა, სოფი ამირანაშვილმა.

 პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.

პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს  აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს.

პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.

პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15.

language:"GEO/KAT"'>„აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. პაშა ბანკი ყოველთვის ცდილობს, მხარი დაუჭიროს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მომავალშიც ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას როგორც პირდაპირ, ასევე სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერის გზით,“- აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა.

“ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ „პაშა ბანკი“ მუდმივად უდგას გვერდში ქვეყანაში ეკონომიკის აღმავლობისათვის განხორციელებულ ინიციატივებს და ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას.   „პაშა ბანკის“ მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ღონისძიებისთვის,” - განაცხადა TMG-ის ორგანიზატორმა, სოფი ამირანაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...