1 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“ და შპს „ბარამბოს“, ჩინელ ინვერსტორთა 20 კაციანი ჯგუფი ეწვია.

ჩინელი ინვესტორები, საქართველოში საერთაშორისო ფორუმის "თბილისის აბრეშუმის გზის" ფარგლებში იმყოფებიან.  მხარეებმა   ქარხნის  დათვალიერების  შემდეგ  ხანმოკლე  დიალოგი გამართეს.  დიალოგისას  გაჟღერდა ინიციატივები  სამომავლო თანამშრომლობის  შესახებ. აღსანიშნავია  ის  ფაქტი რომ   ს.ს  „ქართული ლუდის კომპანიისა“  და შპს   „ბარამბოს“  მიერ  გაჟღერებული ახალი საწარმოო ხაზებისა და  ახალი წარმოებების განვითარება   სწორედ  ჩინური მხარის  ჩართულობით იგეგმება. 

ჩინურმა მხარემ კიდევ ერთხელ  დაადასტურა  „ზედაზენისა“ და  „ბარამბოს“ მიერ დაგეგმილ  პროექტებში ჩართვისთვის მზაობა.

ზემოხსენებული  პროექტები  ხელს შეუწყობს საქართველოში ადგილობრივი წარმოების  განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

„არავისთვის  წარმოადგენს  საიდუმლოს  ის  ფაქტი, რომ  ჩინეთის  ეკონომიკა  არის მზარდი და ძლიერი. ამასთან,   ჩინეთს  აქვს  ძალიან დიდი ბაზარი. ცხადია მივესალმებით  ყველანაირ ინიციატივას, რომელიც   ხელს  შეუწყობს  ქართული, ადგილობრივი წარმოების  პროდუქციისათვის   ექსპორტის  გეოგრაფიის  ზრდას“   - განაცხადა  ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“  კომერციული სამსახურის  უფროსმა  კახა პაიჭაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ტარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა. ქართული მხრიდან ფორუმის საორგანიზაციო საკითხებს წარმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...