1 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

”მწვანე ბუდაპეშტმა” 1 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა

2015 წლის 9 ოქტომბერს, გაიმართა საერთაშორისო სამშენებლო კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, საცხოვრებელი კომპლექსი “ მწვანე ბუდაპეშტის“ 1 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოწვეულ 300 სტუმარს შორის იყვნენ სამთავრობო და დიპლომატიური სტრუქტურების წარმომადგენლები - ქალაქ თბილისის მერი, ვაკე-საბურთალოს გამგებელი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი და სხვა ოფიციალური პირები, ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიის კონტრაქტორები და პარტნიორები. ღონისძიება კომპლექსის მომავალი მობინადრეებისთვის იყო გამიზნული, ამიტომ ყველაზე საპატიო სტუმრები სწორედ ისინი იყვნენ.

ოფიციალურ ნაწილში სტუმრებს სიტყვით მიმართა “მაქრო ქონსთრაქშენის “ გენერალურმა მენეჯერმა ბატონმა მურათ ავჯიმ, თბილისის მერმა ბატონმა დავით ნარმანიამ, თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა. 
ბატონმა მურათ ავჯიმ თავის გამოსვლაში ისაუბრა კომპანიის პრიორიტეტებზე და გეგმებზე. მან აღნიშნა, რომ “ მაქრო ქონსთრაქშენი” კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში და შემდეგი მსხვილმასშტაბიანი პროექტი იქნება საცხოვრებელი უბანი, რომლის ასაშენებლადაც კომპანია 160 მლნ დოლარის დახარჯვას გეგმავს.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ “მწვანე ბუდაპეშტის” შოუ რუმი, ავეჯის სალონი, რომელიც "მაქრო ქონსთრაქშენის" მიერ აშენებულმა ქარხანა “ბელისამ” წარმოადგინა.

საღამოზე კომპანიამ ბევრი მოულოდნელი სიურპრიზით გაახარა "მწვანე ბუდაპეშტის" მომავალი მობინადრეები. კომპანიამ მომავალი მობინადრეები საოჯახო ტექნიკით დაასაჩუქრა.
მთელი ღონისძიების განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დამტკბარიყვნენ ცოცხალი მუსიკით. საღამოს დასასრულს გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.

კომპანია “მაქრო ქონსთრაქშენმა” თავის მომავალ მობინადრეებს სასიამოვნო და საჩუქრებით სავსე საღამო აჩუქა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...