1 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მონასტრის გაქურდვის ფაქტზე 33 წლის მამაკაცი დააკავეს

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანმშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხონში მცხოვრები, 1982 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ზურაბ ს. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გეთსიმანიის მამათა მონასტრის კელიაში შეაღწია, კომპიუტერს და მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზურაბ ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, მამათა მონასტრიდან დაახლოებით 50 მეტრში, მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები - კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები