მსოფლიო
რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
2012-12-28 12:32:39
ჩამოტვირთვა
თბილისის რამდენიმე რაიონს სარემონტო სამუშაოების გამო დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება .
"თელასიდან" ინფორმაციით 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კოსტავას, ბენდელიანის, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, ბერბუკის, აფაქიძის, კვერნაძის, კოდორის და ალმასიანის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 10:00-დან 15:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას I შესახვევის და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მოსახლეობას.
ქვესადგურ "აეროპორტში" სარემონტო სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე გაითიშება კახეთის გზატკეცილი, ლილოს დასახლება, იუმაშევის და მიმდებარე ქუჩები.
სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.
კომენტარები