ბიზნესი
შვეიცარია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 11 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს
2012-11-13 14:50:38
ჩამოტვირთვა
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და დანიის სამეზობლო პროგრამა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აცხადებს საქართველოს სამხრეთ რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერი პროგრამის დაწყებას. დღეს ამ პროგრამის პრეზენტაცია სოფლის მერნეობის სამინისტროში გაიმართა. აღნიშნული პროექტი საქართველოს სამხრეთ რეგიონებში, კერძოდ კი, სამცხე– ჯავახეთსა და ქვემო ქართლში განხორციელდება. მისი ბიუჯეტი 11 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს.ეს პროექტი ხელს შეუწყობს კარტოფილისა და რძის პროდუქტების წარმოებაში ცართული ფერმერების, მეწარმეების და მომსახურების მიმწოდებელტა შესაძლებლობების გაძლიერებას, მათი პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
კომენტარები