1 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომიტეტებში დღეიდან დაიწყება

ჩამოტვირთვა

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დღეიდან დაიწყება . ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დღეს, ერთობლივი სხდომის ფორმატში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები განიხილავენ. 8 ნოემბერს კი საბიუჯეტო პროექტზე იმსჯელებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტში. 8 ნოემბერს განიხილავს ბიუჯეტის პროექტს საპარლამენტო უმცირესობაც. 9 ნოემბრიდან ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაგრძელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში. 9 ნოემბერსვე ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართება უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფ ფრაქცია "უპარტიო დამოუკიდებელ მაჟორიტარებში". 12 ოქტომბერს კი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და მასთან დაკავშირებით შემაჯამებელ მოსმენას გამართავს წამყვანი კომიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. 13 ნოემბრისთვის რიგით პირველი განხილვა გაიმართება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც რიგგარეშედ მომავალი კვირისთვის დაინიშნება. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო პროექტზე იმსჯელებენ, ის დაუბრუნდება მთავრობას და მთავრობა დამდენიმე დღის ფარგლებში პარლამენტს ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს წარუდგენს. ბიუჯეტს პარლამენტი დაახლოებით დეკემბრისთვის დაამტკიცებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები