1 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 10 პროცენტით შემცირდება

ჩამოტვირთვა

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი, 2013 წელს 10%-ით შემცირდება. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ხადურმა განაცხადა, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში 5 ნოემბერს უნდა შევიდეს. მინისტრის თქმით, ბიუჯეტში გაჩნდება დანართი, რომელშიც გაიშიფრება სხვა ხარჯები. ამ დროისთვის კი, საქართველოს ბიუჯეტში 8 მილიარდზე მეტი ლარია, რაც საშუალებას იძლევა ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულდეს. "კონსოლიდირებული მუშაობით მოვახერხეთ და ისეთი ბიუჯეტი შევიმუშავეთ, რომელშიც გათვალისიწინებულია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები. ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირებები არ იგეგმება, ასევე არ შემცირდება ხელფასები, უბრალოდ აღარ განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლის საჭიროებაც არ არსებობს, მაგალითად, გეზ-ების მშენებლობა. აღარ ავაშენებთ ქუთაისში პარლამენტს და ამაზე 340 მილიონს აღარ დავხარჯავთ. არ ავაშენებთ "ანბანის კოშკს" და კაფეებს, რაზეც არაერთი ასეული მილიონი ლარია დახარჯული. გავაგრძელებთ მიმდინარე პროექტებს, თუმცა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ იგეგმება”,- განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები