1 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რაზეა დამოკიდებული საწვავის ფასი საქართველოში?

ჩამოტვირთვა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საწვავის ფასი უკვე ორმა ნავთობიმპორტიორმა კომპანიამ შეამცირა. ვისოლმა ბენზინის ფასი 8-10 თეთრით გააიაფა, რომპეტროლმა კი 4-6 თეთრით, თუმცა ეს ქართველი ავტომფლობელებისთვის საკმარისი არ გახლავთ. საწვავის გაიაფების საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს გალფშიც. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, ჯერჯერობით, უცნობია, როდის და რაოდენობით შეამცირებს გალფი საწვავის ფასს, თუმცა ამ საკითთან დაკავშირებით, ოპტიმალური ვარიანტების განხილვა კომპანიამ უკვე დაიწყო. ქართულ ბაზარზე წარმოდგენლ ნავთობიმპორტიორ კომპანიებში განმარტავენ, რომ საქართველოში საწვავის ღირებულება მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასზეა დამოკიდებული. თუმცა ექსპერტთა განმარტებით, საწვავის ფასის შემცირების სხვა გზებიც არსებობს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, პროდუქციის ფასის შეცირება საგადასახადო განაკვეთების ან ხარჯების შემცირების შედეგადაც ხდება. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, აქ საწვავის ფასები სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ექსპერტთა განმარტებით, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასს პირველ რიგში გეოპოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრავს. მაგალითისთვის, თუ ირანში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბება, ეს მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასის გაზრდას გამოიწვევს. გარდა ამისა, მსოფლიო ბაზარის ფასები მსოფლიოს საფინანსო სფეროს მდგომარეობასა და მოთხოვნის რაოდენობაზეც არის დამოკიდებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები