ბიზნესი
ახალი უნიკალური ბარათი საქართველოს ბანკისგან
2012-09-05 13:55:32
ჩამოტვირთვა
გადაიხადე, დააგროვე და იმგზავრე უფასოდ მხოლოდ ერთი შეხებით – ახალი express card საქართველოს ბანკისგან.
დღეს საქართველოს ბანკმა ახალი თაობის უკონტაქტო საბანკო ბარათის პრეზენტაცია გამართა. express card პირველი ბარათია ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადაიხადოს, დააგროვოს და იმგზავროს ყველაზე მატივად და სწრაფად. express card–ის მხოლოდ ერთი შეხებითაა შესაძლებელი სასურველი ნივთის შეძენა და ასევე მგზავრობის საფასურის გადახდა თბილისის მეტროში, ავტობუსში, სამარსუტო ტაქსიში და საბაგიროზე. ბარათით ნებისმიერი გადახდის შემთხვევაში ავტომატურად დაგერიცხებათ express ქულები, რომლის გადაცვლაც შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობაზე.
კომენტარები