ბიზნესი
საქართველოს ბანკმა უნიკალური სამედიცინო პროექტი დააფინანსა
2012-04-20 14:46:44
ჩამოტვირთვა
საქართველოს ბანკის დაფინანსებით, სამხრეთ კავკასიაში პირველი ge healthcare-ის წარმოების pet|ct, ანუ პოზიტრონულ–ემისური ტომოგრაფი, უკვე საქართველოშია.
pet|ct სისტემა წარმოადგენს ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ექსკლუზიურ მეთოდს, რომელიc საშუალებას იძლევა, სიმსივნის ადრეული განვითარება დადგინდეს. ამ აპარატის შეძენით, იკვრება ონკოლოგიური მომსახურების სრული პაკეტი, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მკურნალობის შედეგების შეფასებას. pet|ct–ის სისტემა საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსდება და საქართველოში ამ აპარატით სარგებლობისათვის პაციენტებს ბევრად ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე საზღვარგარეთ. ახალი დანადგარის დამონტაჟება 2012 წლის მაისიდან დაიწყება.
კომენტარები