მსოფლიო
"საქართველოს ბანკი" პარტნიორებთან ერთად აგროდაზღვევის ახალ პროგრამას იწყებს
2012-03-20 15:17:53
ჩამოტვირთვა
დღეს საქართველოს ბანკმა, სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ფერმერებისთვის აგროდაზღვევის ახალ პროგრამას ითვალისწინებს. პროგრამის მთავარი მიზანია, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ, კი ფერმერებისთვის საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. დღევანდელი ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები სამწლიან საპილოტე პროგრამას განახორციელებენ, რომელიც ფერმერებს საკრედიტო რესურსზე წვდომას გაუადვილებს. საწყის ეტაპზე დაგეგმილია, მინიმუმ სამასი ფერმერის დაზღვევა, რომლებსაც მოყავთ სოფლის მეურნეობის ისეთი კულტურები, როგორიცაა თხილი, მანდარინი, კარტოფილი და სხვა ბოსტნეული. დაზღვევით სარგებლობა შეეძლებათ, როგორც საქართველოს ბანკის არსებულ მსესხებლებს, ასევე მათ, ვინც აგროსესხით სარგებლობას დააპირებს.
კომენტარები