ბიზნესი
იტალიური გაზეთი ვერა ქობალიას შესახებ სტატიას აქვეყნებს
2012-01-17 14:36:54
ჩამოტვირთვა
ცნობილი იტალიური გამოცემა `სტაილი` საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
ავტორი სტეფანო მონტეფიორე ვერა ქობალიას მსოფლიოში უმშვენიერეს ეკონომიკის მინისტრს უწოდებს, რომელიც ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან ევროკავშირამდე გასავლელ გზაზე.
ჟურნალისტი პირადად შეხვდა ვერა ქობალიას და ახალგაზრდა მინისტრის ასაკით დაინტერესდა, რაზეც ვერა ქობალიამ უპასუხა, რომ სააკაშვილს სურდა მის გუნდში ყოფილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ყოფილ რეჟიმთან არც გარიგებით და არც მენტალიტეტით დაკავშირებული არ იქნებოდნენ.
იტალიელი ჟურნალისტი საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ მიღწეული წარმატებითაც დაინტერესდა და ვერა ქობალიასგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ ვერა ქობალიას მინისტრად დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 6,4%-ით პროცენტით გაიზარდა, ქვეყანა ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს ბიზნესის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას.
ჟურნალისტი საქართველო-რუსეთის თემით და რუსული ემბარგოს საკითხითაც დაინტერესდა და ვერა ქობალიას კანადიდან სამშობლოში დაბრუნების მიზეზის შესახებაც ჰკითხა, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ის თავდაპირველად საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების დასახმარებლად დაბრუნდა, შემდეგ კი სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა.
კომენტარები