ბიზნესი
„სერვისი უდრის ფერს“ - საქართველოს ბანკის ახალი პროექტი
2011-12-01 12:22:44
ჩამოტვირთვა
მარტივი და მოსახერხებელი გარემო, 24 საათიანი მომსახურება, გაუმჯობესებული ელექტრონული მომსახურება და სისწრაფე საქართველოს ბანკის ახალი პრიორიტეტებია. „სერვისი უდრის ფერს“ - საქართველოს ბანკმა ახალი ტიპის ექსპრეს სერვისცენტრებისა და ექსპრეს საბანკო მომსახურებების ახალი პროექტი საზოგადოებას წარუდგინა. მთავარი მიზანი მაქსიმალურად მცირე დროში შესრულებული სამუშაოა. საქართველოს ბანკი პირობას დებს, რომ ყველა საბანკო მომსახურება მხოლოდ 5 წუთში იქნება შესრულებული. ხვალიდან ამ პრინციპზე აწყობილი 9 ფილიალი შეემატება თბილისის სხვადასხვა რაიონს, შემდეგი წლიდან კი იმავე სისტემის დანერგვა საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.
კომენტარები