ბიზნესი
გამოიწერე მთელი მსოფლიოდან ყველაზე სწრაფად და ყველაზე იაფად!...
2011-11-04 19:48:49
ჩამოტვირთვა
სიახლე ინტერნეტ შოპინგის მოყვარულთათვის - თუ თქვენ ინტერნეტ-მაღაზიების აქტიური მომხმარებელი ხართ და სხვადასხვა ქვეყნიდან უკვეთავთ თქვენთვის სასურველ ნივთებს, მაშინ ეს სიახლე აუცილებლად დაგაინტერესებთ. კომპანია „ camex.ge თქვენს ინტერესებზე მორგებულ მომსახურებას გთავაზობთ. მოწესრიგებული და მარტივი სისტემა, დროის სიმცირე და რაც მთავარია დაბალი ფასი. ეს ის კომპონენტებია რომელიც ხაზს უსვამს camexs.g-ის უპირატესობას სხვა კონკურენტებთან შედარებით. Camex.ge იგივე „კამარა ექსპრეს“ ოფიციალურად კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი სეთურიძემ საზოგადოებას დღეს სასტუმრო თბილისი მარიოტში წარუდგინა.
“კამარა ექსპრესი” საქართველოში უმსხვილესი ავიაკომპანია, „silkway airlines –ის“ ოფიციალური წარმომადგენელია. კამექსი საფოსტო გზავნილების, კომერციული ტვირთებისა და ამანათების ავიაგადაზიდვებს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ახორციელებს. სლოგანიც შესაბამისია - თქვენი პარტნიორი ცაში. კამარა ექსპრესი ქართველ მომხმარებელს, ამ ბაზარზე უკვე არსებულ კომპანიებთან შედარებით ყველაზე დაბალ ფასს, მოკლე დროსა და მოხერხებულ პირობებს სთავაზობს. მთავარი კი ის არის , რომ კომპანია თავად ახარისხებს გამოსაგზავნ საქონელს, რის შედედგადაც საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ ყოველგვარი მოცულობითი წონის საფასური. ასევე კომპანია კორპორატიულ კლიენტებსაც სთავაზობს სხვადასხვა ტიპის მომსახურებებსა და შეღავათებს. ტვირთების ტრანსპორტირებისას Camex.ge არ იყენებს სამგზავრო რეისებს, რაც ამ ბიზნესში სტაბილურობის გარანტიას იძლევა. დღეიდან კომპანია იწყებს აქციას 11.11.11 თარიღთან დაკავშირებით - ტრანსპორტირების ფასი 1 კგ-ზე 11 ლარს ($6.65) შეადგენს.
კომენტარები