1 2 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ არალიცენზირებული კაზინოს მფლობელი დააკავა

ჩამოტვირთვა

შსს-ს სპეცოპერატიულმა დეპარტამენტმა არალიცენზირებული კაზინოს მფლობელი, 32 წლის ანდრანიკ მურადიანი დააკავა. კაზინო ქალაქის ცენტრალურ უბანში, კერძოდ, ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობდა. მის მეპატრონეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, თბილისში სათანადო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე ფუნქციონირებდა სათამაშო კლუბი, სადაც იმართებოდა ტურნირები პოკერში, იკრიბებოდა თანხა, რომლის 10%-ს მოთამაშეები კაზინოს მეპატრონეს უხდიდნენ. მურადიანი აქირავებდა სათამაშო მაგიდებს და აწესრიგებდა მოთამაშეებს შორის წაგების ან მოგების შემთხვევაში, თანხების გასტუმრების საკითხს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები