1 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეროვნული ბანკი სადაზღვევო სექტორზე გადაერთვება

ჩამოტვირთვა

სადაზღვევო კომპანიებს, მომავალი წლიდან, ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება მოუწევთ. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სამედიცინო პროგრამების კერძო სექტორზე გადატანის და სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით განხორციელების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სადაზღვევო სექტორს ბევრი პასუხისმგებლობა დაეკისრა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სადაზღვევო სექტორი, როგორც არასდროს, ისე გახდა მიმზიდველი უცხოური ინვესტორებისთვის და დღეს, ამ სექტორში მოქმედ უცხოელ ინვესტორებს ევროპელი მზღვეველებიც შემოუერთდებიან. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ქადაგიძის განცხადებით, სადაზღვევოების ზარალი გამოწვეული იყო არა საავადმყოფოების მშენებლობით, არამედ ზარალის ოდენობის ზრდით. ზარალის ოდენობის ზრდა კი, ქადაგიძის განმარტებით, მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები