მსოფლიო
კანადური ინვესტიციები საქართველოში
2011-10-19 12:06:27
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური კანადაში შეხვედრებს განაგრძობს. ვიზიტის ბოლო დღეს გილაური ექსპორტისა და იმპორტის ინვესტიციების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს მთავრობის წევრებმა კანადურ მხარეს დეტალურად გააცნეს საქრთველოში არსებული საინვესტიციო გარემო. მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მომდევმო ორი თვის განმავლობაში ინვესტიციების კანადური სააგენტო მოლაპარაკებებს გამართავს კანადელ ინვესტორებთან და საქართველოში სხვადასხვა სფეროში უკვე დაიწყება ინვესტირება. შერჩეულია საინვესტიციო სფეროები _ მშენებლობა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა.
კომენტარები