ბიზნესი
კორეელი ბიზნესმენები რამაზ ნიკოლაიშვილს შეხვდნენ
2011-10-15 18:49:24
ჩამოტვირთვა
ბიზნესის გაღრმავების პერსპექტივები განიხილებოდა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრაზე, რომელსაც რამდენიმე მსხვილი კორეული კომპანიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საერთაშორისო კონტრაქტორების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარ მიზანს საქართველოს რეგიონებში არსებული ბიზნეს გარემოს პოტენციური ინვესტორებისათვის გაცნობა წარმოადგენდა. მინისტრმა კორეელ ბიზნესმენებს უკვე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მომავალი ტენდერების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. კორეელი სტუმრები განსაკუთრებით რეგიონების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიით დაინტერესდნენ.
კომენტარები