1 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საგადასახადო ორგანოს უფლებები ეზრდება

ჩამოტვირთვა

"საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შედის. საგადასახადო ორგანოს შესაძლებლობა ენიჭება, უფლებამოსილი პირი ან პირთა ჯგუფი გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილას მიამაგროს და საგადასახდო მონიტორინგი ასე განახორციელოს. მონიტორინგი მიზნად ისახავს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შესახებ მონაცემების მოპოვებასა და დაბეგვრის ობიექტის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვისა თუ დამალვის შესაძლო რისკების გამოვლენას. კანონპროექტით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს, კომპანიის ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების გარდა, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ვიზუალური დათვალიერების უფლებაც ექნება. დაგეგმილ ცვლილებებში "ქრისტიან-დემოკრატები" "მსტოვართა ინსტიტუტის შექმნის" პერსპექტივას ხედავენ, რაც, მათივე თქმით, ყველაზე აქტიურად წინასაარჩევნოდ ამოქმედდება. საგადასახადო მონიტორინგის შემოღებას კი საპარლამენტო უმრავლესობაში საგადასახადო ორგანოსა და გადამხდელების ურთიერთობის გაადვილებით ხსნიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები