მსოფლიო
„ბიზნესის განვითარების კუთხით საქართველოში ყველაზე ხელსაყრელი გარემოა“
2011-10-05 17:54:07
ჩამოტვირთვა
„ინვესტინ ჯორჯია“ უკვე სინგაპურშია. ფორუმი გამომცემლობა „ფაინენშალ თაიმსის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ნიკა გილაურმა საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოსა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა. გილაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანი კერძო სექტორისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველო, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ასვე პოსტსაბჭოთა სივრცეში ბიზნესის განვითარების კუთხით ყველაზე ხელსაყრელი გარემოა.
კომენტარები