1 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარლამენტში დღეს ენერგეტიკის მინისტრს მოუსმინეს

ჩამოტვირთვა

პარლამენტში დღეს ენერგეტიკის მინისტრს მოუსმინეს. ალექსანდრე ხეთაგურმა დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის სტრატეგია გააცნო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ხეთაგურის განცხადებით, 2013 წლამდე 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება, რაც ელექტრო ენერგიას 2000 მეგავატით გაზრდის. ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრის მტკიცებით, მომავალ წლამდე ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ინვესტიციები ნახევარ მილიონს მიაღწევს, რაც 12 ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს. კიდევ ერთი საკითხი რაზეც დღეს ალექსანდრე ხეთაგურმა ისაუბრა, რეგიონების გამრიცხველიანება და გაზიფიცირება იყო. მისი თქმით, პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, სისტემის სტაბილურობისთვის იცვლება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და 2013 წლამდე რეგიონების 90% იქნება გაზიფიცირებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები