მსოფლიო
ამერიკელი ბიზნესმენები რუსეთის გაბანკროტებას მოითხოვენ
2011-09-29 15:58:31
ჩამოტვირთვა
აშშ–ს წამყვანი ბიზნესმენი ლუი ვუდჰილი, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რეიგანის გეგმა გამოიყენოს და რუსეთი გააბანკროტოს. მისი აზრით, რუსეთთან ერთად აშშ–მა ვენესუელა და ირანიც უნდა გააკოტროს. შეერტებულმა შტატებმა რონალდ რეიგანის 1980 წლის გეგმა უნდა გამოიყენოს, რის მიხედვითაც მაშინდელმა ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირი გააბანკროტა.
ვუდჰილის განცხადებით, რუსეთისათვის გაკოტრება აუცილებელია. ბიზნესმენის აზრით, ფული რომელიც რუსეთმა შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაზე უნდა დახარჯოს, ამერიკის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ბიზნესმენი ამბობს, რომ თუკი აშში–ს ადმინისტრაციამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, ამერიკის ნაციონალურ ინტერესებს საფრთხე შეექმნება.
კომენტარები