1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ყიდულობ ნივთებს იმიტომ, რომ გგავს” ანდრო დგებუაძე Autogallery-ს კამპანიას შეუერთდა

„თეგეტა ქარსში“ შემავალმა  კომპანია Autogallery-მ ახალი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის თვითგამოხატვის დამატებითი შესაძლებლობის შექმნაა. ანდრო დგებუაძე Autogallery-ს ახალ კამპანიას შეუერთდა და მის ფარგლებში Facebook და Instagram გვერდების საშუალებით, მსმენელს  თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე, საშუალებებსა და იდეაზე ესაუბრება.

ანდრო დგებუაძე: „როდესაც მოგინდება, რომ გამოხატო შენი თავი, მერე ხვდები, რომ თვალი გაგირბის იმისკენ, რაც შენ გგავს! ეს არის ამ კამპანიის მიზანიც, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ თვითგამოხატვა ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა. Საკუთარი თავის გამოხატვას კი ყველა სხვადასხვა გზით ცდილობს. Სწორედ ამისთვის ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც ჩვენ გვგავს, ვმეგობრობთ ადამიანებთან, რომლებიც გვგვანან და ვუკავშირებთ თავს ყველაფერს, რაც გვგავს”.

ლევან თაღიაშვილი, Autogallery-ს მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი: „ახალი კამპანიით გვინდოდა, ადამიანებისთვის შეგვეხსენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითგამოხატვა. ამ მისიის შესრულებაში კი ანდრო დგებუაძე დაგვეხმარა. თვიგამოხატვისთვის ადამიანები განსხვავებულ  ფორმებს ირჩევენ.  საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენის საშუალებაა ავტომობილიც. სწორედ ამიტომ, თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე საუბარი ჩვენი ბრენდის სტრატეგიის ნაწილად ვაქციეთ.

გვსურს, ჩვენს მომხმარებელთან ემოციური კავშირი გავაჩინოთ. Autogallery-ს კამპანიას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და სოციალურ ქსელებში მილიონამდე ნახვა დააგროვა, ამიტომ გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ მომხმარებელთან კომუნიკაცია, სხვადასხვა ფორმით“.

ანდრო დგებუაძე ამბობს, რომ თვითგამოხატვის ინსტრუმენეტებს შორის არის ავტომობილი, რადგან ადამიანს საუკეთესოდ სწორედ არჩევანი წარმოაჩენს. 

„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Autogallery უკვე წლებია, რაც მომხმარებელს ელექტრომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ელექტრომობილების პოპულარიზაცია და მომხმარებლებში მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

Autogallery-ს ახალი კამპანია თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა. მომხმარებელი თვითგამოხატვის მნიშვნელობაზე ანდრო დგებუაძის მოსმენას კომპანიის Facebook და Instagram გვერდებზე შეძლებს. სამომავლოდ კი Autogallery აღნიშნული თემის კიდევ უფრო ფართოდ გაშლას გეგმავს, მათ შორის მასშტაბურ ღონისძიებებსა და მრგვალ მაგიდასთან დისკუსიასაც აანონსებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...