1 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ავლაბარში "მაილინ ჯგუფის" პროექტი - "ავლაბარი რეზიდენს 2“ შენდება

თიბისის მხარდაჭერით, ავლაბარში, იუსტინე აბულაძის #15-ში, დეველოპერული კომპანია "მაილინ ჯგუფის" საცხოვრებელი კომპლექსი - "ავლაბარი რეზიდენს 2" შენდება.

 

პროექტი 7000 კვ.მ ფართობ ტერიტორიას მოიცავს, სადაც შიდა რეკრეაციული სივრცე, მიწისქვეშა ავტოსადგომი, სპორტული და საბავშვო მოედნები მოეწყობა.  

 

კომპლექსი გამოირჩევა ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, თანამედროვე არქიტექტურითა და სატრასნპორტო ხელმისაწვდომობით.

 

პროექტში, ღია სივრცის მოყვარულებს, ფართო ტერასიანი ბინების შეძენის შესაძლებლობა აქვთ, პანორამული ხედით ძველ თბილისზე.

 

მშენებლობა მაღალხარისხიანი, ენერგოეფექტური მასალებით მიმდინარეობს, რაც მომავალ მაცხოვრებლებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას მისცემს.  ფასადი მოეწყობა ენერგო ეფექტური სამშენებლო მასალებით, რაც ხმისა და თბო იზოლაციას უზრუნველყოფს. ბინებში გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის, ალუმინის ორმაგი მინაპაკეტის ვიტრაჟული კარ-ფანჯარა, ევროპული მექანიზმებით.

 

მაცხოვრებლების უსაფრთხოების მიზნით, სახლი აღჭურვილი იქნება ლიფტებით, რომლებიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშავებს. ბინებში კი ცეცხლგამძლე, ლითონის შესასვლელი კარი დამონტაჟდება.

 

პროექტის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულებზე:

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...